ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 12.01.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ

12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას.
  • 09.01.2026
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის საქმიანობის შეწყვეტა

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს

ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ  ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.
  • 08.01.2026
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
თავდასხმა საკუთრებაზე კერძო საკუთრებაში შეღწევა | ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა, ოფისი)

გამოცემა CNews-ის საიტი გათიშეს, თანამშრომლებს კი ოფისის კარი დაუკეტეს

2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა.  “გათიშულია დავალიანების გამო” - ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და  გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა  (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ. 
  • 01.01.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა საშვის არგაცემა

პარლამენტში ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის წესის ცვლილება და მისი გავლენა მედიის საქმიანობაზე

2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
  • 26.12.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ირიბი ზეწოლა („chilling effect") სამსახურიდან გათავისუფლება · შრომითი უფლებები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კახა მელიქიძე სამსახურიდან გაათავისუფლა

2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახა მელიქიძე. კახა მელიქიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 1998 წლიდან მუშაობდა. 
  • 24.12.2025
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა მიაყენა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც გადაცემა “აი უცნობის” წამყვანია, “ნეტგაზეთი/ბათუმელების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. 
  • 18.12.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ფინანსური ჯარიმა

“რადიო თავისუფლების” ოპერატორი დააჯარიმეს გზის გადაკეტვის საფუძვლით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რადიო თავისუფლების" ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 18 დეკემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა. მოგვიანებით, მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა.
  • 18.12.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს შსს ტროტუარის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

გამოცემა „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს, ლილე შუკვანს, სამართალდამცვეები ედავებიან გზის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - აშუქებდა საპროტესტო აქციას. საუბარია 2025 წლის დეკემბრის ერთ-ერთ აქციაზე.
  • 17.12.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი SLAPP სარჩელი

 ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ

2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე.
  • 17.12.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა

მედიისთვის სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სულ უფრო მეტად რთულდება

17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ