ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 14.05.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

ჟურნალისტი მარინა კლიმჩუკი საქართველოში არ შემოუშვეს

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 8 თვის ორსული ჟურნალისტი, გერმანიის მოქალაქე მარინა კლიმჩუკი საქართველოში არ შემოუშვეს. 11 მაისს ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და განუცხადეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5,000-ლარიანი ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი.
  • 14.05.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა აკრედიტაციის შეჩერება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიისთვის წესების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, გავრცელდეს თუ არა საქართველოში მსგავსი წესები.
  • 10.05.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო “იმედი”
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის  სანქცირებული ტელეკომპანია “იმედი” გურამ როგავას დისკრედიტაციას ცდილობს 

2026 წლის 10 მაისს, დეზინფორმაციისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ საქნცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” ჟურნალისტ გურამ როგავას წინააღმდეგ დისკრედიტაციული  პოსტი გამოაქვეყნა. ტელეკომპანია “იმედი” გურამ როგავას “ნაცმოძრაობის პროგაპაგანდისტს” უწოდებს. 
  • 09.05.2026
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება · ფიზიკური ძალადობა

“მთის ამბების” რედაქტორს თავს დაესხნენ

„მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს მას თავს დაესხა, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე. 
  • 07.05.2026
  • ხელვაჩაური
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | სიტყვიერი შეურაცხყოფა · ფიზიკური ძალადობა

ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს

7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალსიტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.
  • 06.05.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | პროკურატურა | პროკურატურა
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი გამოკითხვა

ჟურნალისტი გურამ როგავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

6 მაისს, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი გურამ როგავა. 
  • 06.05.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | პროკურატურა | პროკურატურა
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი გამოკითხვა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია, მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე.
  • 04.05.2026
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის გავრცელების შეზღუდვა

ტელეკომპანია “ფორმულას” მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა შეუწყდა

4 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა განცხადება არხის მაუწყებლობის ნაწილობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით.
  • 03.05.2026
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის საქმიანობის შეწყვეტა

“ეხო კავკაზამ” მუშაობა შეწყვიტა

პირველ მაისს, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს აქტიურად აშუქებდა, მუშაობა შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ მედიამ 3 მაისს გაავრცელა.
  • 25.04.2026
  • ადმინისტრაციული ორგანო | პარტია "ქართული ოცნება" | პროკურატურა | პროკურატურა
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | დისკრედიტაცია

“TV პირველი“ პროკურატურისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს შაბათის ეთერის ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს

„ტვ პირველის“ საგამოძიებო ტელეპროექტის, „შაბათის ეთერის“ 25 აპრილის სიუჟეტს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების სერია მოჰყვა. საქართველოს პროკურატურა ტელევიზიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ