ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 24.02.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

პროსამთავრობო “POSTV” გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დისკრედიტაციას ცდილობს

24 თებერვალს, პრო-სამთავრობო “პოსტივიმ” გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” წინააღმდეგ სიუჟეტი მოამზადა.
  • 24.02.2026
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები დისციპლინური სანქცია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს ხელფასი დაუქვითა

24 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თებერვლის ხელფასის 30% დაუქვითა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გამო“. განმეორების შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. 
  • 23.02.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

შალვა პაპუაშვილმა “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტის თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 23.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა სასამართლო სხდომის დახურვა

მოსამართლემ ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დახურა

23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე. 
  • 21.02.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

შალვა პაპუაშვილმა  მზია ამაღლობელის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია  გაავრცელა

2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“  ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
  • 19.02.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

შალვა პაპუაშვილმა კრიტიკული მედიის “ფორმულას” ჟურნალისტს გურამ როგავას პროპაგანდისტი უწოდა

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანი ჟურნალისტი გურამ როგავა 19 თებერვალს პირდაპირი ეთერის საშუალებით მაყურებელს დაემშვიდობა.
  • 16.02.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | კომუნიკაციების კომისია
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმისწარმოება აშშ-დან მიღებული შემოწირულობის გამო დაიწყო

ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო აშშ-დან მიღებული ინდივიდუალური შემოწირულობის საფუძველზე. კომისიის მოთხოვნით, მაუწყებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მიღებული თანხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ.
  • 16.02.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მედიის შემზღუდავი კანონის მიღება

კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “გრანტების კანონის” მეორე მოსმენით განხილვისას ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებული ნორმები ემატება. დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობას.
  • 12.02.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV"
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

 ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დისკრედიტაციის მცდელობა

12 თებერვალს, POST TV ანალიტიკამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ვიზუალური მასალა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მისი პროფესიული რეპუტაციის შელახვასა და დისკრედიტაციას. მასალის შინაარსი და ფორმატი შეიცავს დამაკნინებელ გზავნილებს, რაც სცდება საზოგადოებრივი ინტერესის ფარგლებში დასაშვები გამოხატვის სტანდარტებს და მიუთითებს ჟურნალისტის მიმართ დისკრედიტაციის მცდელობაზე.
  • 11.02.2026
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის ჩამორთმევა

ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა  ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და გადაუგდო, შემდეგ გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს და დასარწმუნებლად რომ მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო-ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. გამოცემის ინფორმაციითვე, ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ