აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.
POSTV-ის ეთერში გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
12 იანვარს, POSTV-ის „ანალიტიკამ“ გაავრცელა სიუჟეტი სათაურით „კრიმინალი მზია ამაღლობელის კრიმინალური ქრონოლოგია“, რომელიც ჟურნალისტისა და გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ იყენებს სტიგმატიზაციისა და დისკრედიტაციის ენას.
კახა კალაძე TV პირველის ჟურნალისტის დისკრედიტაციას ცდილობს
12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა.
თავდასხმა საკუთრებაზეკერძო საკუთრებაში შეღწევამუშაობაში ხელშეშლაქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა, ოფისი)
გამოცემა CNews-ის საიტი გათიშეს, თანამშრომლებს კი ოფისის კარი დაუკეტეს
2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა. “გათიშულია დავალიანების გამო” - ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ.
ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” საქართველოს ამბებს აღარ გააშუქებს
ტელეკომპანია “ევრონიუს ჯორჯია” ფორმატს იცვლის და 2026 წლიდან აღარ გააშუქებს საქართველოს ამბებს. ოფიციალურ განცხადებაში, ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება ფინანსურ რესურებს დაუკავშირა.
2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახა მელიქიძე. კახა მელიქიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 1998 წლიდან მუშაობდა.
ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ
2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე.
მედიისთვის სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სულ უფრო მეტად რთულდება
17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ.
„იმედის კვირის“ სიუჟეტი BBC-ის გამოძიებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ
2025 წლის 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, გავიდა სიუჟეტი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებასა და ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.