2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახა მელიქიძე. კახა მელიქიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 1998 წლიდან მუშაობდა.
მედიისთვის სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სულ უფრო მეტად რთულდება
17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ.
ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ
2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე.
„იმედის კვირის“ სიუჟეტი BBC-ის გამოძიებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ
2025 წლის 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, გავიდა სიუჟეტი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებასა და ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.
სამართლებრივი ინციდენტები→მედიის შემზღუდავი კანონი
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები
2025 წლის 12 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა. “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე 5-ჯერ შეიტანა ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. ყოველ ჯერზე ცვლილებები უფრო მეტად რეპრესიულ შინაარსს ატარებს და მიზნად ისახავს ერთი მხრივ დემონსტრანტების დასჯას, ხოლო, მეორე მხრივ, პრევენციულად მათ დაშინებას.
პროსახელისუფლებლო “იმედი” დამოუკიდებელი ონლაინმედიების დისკრედიტაციას მორიგი სიუჟეტით ცდილობს
2025 წლის 30 ნოემბერს, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, „იმედის“ ეთერში გავიდა მორიგი სიუჟეტი, რომელიც პლატფორმა “სინათლე მედიის” დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
მუშაობაში ხელშეშლა→ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება
პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა – ონლაინ მედიას შენობაში არ უშვებენ
26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა, რომელიც ონლაინმედიას პარლამენტში მუშაობას სრულად უზღუდავს. შეზღუდვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.
მოსამართლემ შეწყვიტა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ
24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. სარჩელით, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის შესახებ გაკეთებული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.