“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ, ,,ბათუმელებისა”და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.
პროსამთავრობო არხები “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV” დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას და სტიგმატიზებას ახდენენ
პროსამთავრობო ტელევიზიები - “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV” დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს - “ნეტგაზეთს”, “პუბლიკასა” და “On.ge”-ს ანტიქართულ მედიებად მოიხსენიებენ და მათ დისკრედიტაციასა და სტიგმატიზებას ახდენენ იმის გამო, რომ აღნიშნული მედიები მაღალჩინოსნებს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად იხსენიებენ.
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის დისკრედიტაციას ცდილობს
“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო არხის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს სექსისტური ეპითეტით მიმართავს და მის დამცირებას ცდილობს.
სასამართლოში გადაღების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეაგირების გარეშე ტოვებს
მას შემდეგ, რაც გასული, 2025 წლის წლის ივნისში მიღებული ცვლილებებით, მედიას აეკრძალა სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადაღების ნებართვის მისაღებად, თუმცა, უშედეგოდ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს ხელფასი დაუქვითა
24 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თებერვლის ხელფასის 30% დაუქვითა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გამო“. განმეორების შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.