ჟურნალისტების უფლებების დარღვევები გენდერულ ჭრილში
მედიის კვლევის ცენტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დარღვევის ამსახველი 542 ინციდენტი დააფიქსირა.
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები 4 ოქტომბრის არჩევნებზე
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს) მედიის წარმომადგენლების მიმართ მუშაობის ხელშეშლის, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, ძალადობისა და ტექნიკის დაზიანების შემთხვევები 4 ოქტომბრის აქციაზე
2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების არაერთი შემთხვევა. ამ აქციაზე პირველად, ონლაინ მედიის ნაწილმა , სავარაუდოდ, ხელოვნურად შექმნილი შეფერხების გამო, ვერ შეძლო საჰაერო გადაღების კამერებით მუშაობა.
საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა”, ბოლო ერთი წლის
განმავლობაში, საქართველოში, ჟურნალისტის, მედიასაშუალებებისა და მედიის
უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ მომხდარი 434
ინციდენტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში, ერთი ინციდენტის დროს, ერთდროულად
რამდენიმე ტიპის დარღვევას ჰქონდა ადგილი (მაგ. დაკავება და ფიზიკური
ძალადობა).
უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში შემოსვლისა და გასვლის შეზღუდვის შემთხვევები
2024-2025 წელს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 და ვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1 შემთხვევა აღრიცხა.
“ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ” – კვლევის შედეგების პრეზენტაცია
18 ოქტომბერს "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კველვების ცენტრმა" კვლევის ანგარიშის - "ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ" პრეზენტაცია გამართა.
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია
2024 წლის 18 სექტემბერს "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა" პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეების მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით" შედეგების პრეზენტაცია გამართა.