ჟურნალისტების უფლებების დარღვევები  გენდერულ ჭრილში 

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ (მედიის კვლევის ცენტრმა) ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დარღვევის ამსახველი 542 ინციდენტი დააფიქსირა.

აღნიშნული შემთხვევები პირდაპირ, თუ – ირიბად, ასობით ადამიანს შეეხო. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სხვადასხვა მედიაში დასაქმებული სულ მცირე 177 ქალი გახდა ინციდენტების ადრესატი, მათ შორის: ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, თუ რედაქტორი.

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის ინციდენტთა ბაზაში აღრიცხული ყველაზე გავრცელებული დარღვევები გენდერულ ჭრილში

მიდმინარე წლის ღამით 11 და 12 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის საფუძველზე დააკავეს“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მისი დაკავება და შემდგომი პატიმრობა ადგილობრივი და საერთაშორისო რგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 6 აგვისტოს კი მზია ამაღლობელს მიესაჯა პატიმრობა 2 წლის ვადით.

მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და შედეგად დაზიანდა 53 ქალი ჟურნალისტი. მათ შორის, განმეორებითი ძალადობა ერთი და იგივე ჟურნალისტს შეეხო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ დაკავების ორი შემთხვევა ქალებს შორის – ონლაინ გამოცემების “ნეტგაზეთის” და“ბათუმელების” რედაქტორს შეეხო.

ქალი მედიის წარმომადგენლები ხშირად არიან სიტყვიერი თავდასხმის (შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, მუქარა) ადრესატები, კერძოდ,მონიტორინგის პერიოდში 46 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გადაღების აკრძალვას და დაჯარიმების შემთხვევებს, ქალებს 32-ჯერ აუკრძალეს გადაღება და 24-ჯერ დააჯარიმეს.

მეთოდოლოგია:

  • მონაცემები ეყრდნობა საჯაროდ გავრცელებულ წყაროებს;
  • უმეტეს შემთხვევაში ერთი და იგივე ჟურნალისტის უფლება ერთზე მეტჯერ დაირღვა;
  • ერთსა და იმავე ჟურნალისტს, უმრავლეს შემთხვევაში, შეეხო ერთზე მეტი ტიპის დარღვევა.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი:

2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოში, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის  342 შემთხვევა  დაფიქსირდა

პრესრელიზი: 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა!

2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე, საქართველოში, ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა.

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მასშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორიცელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა  და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებს აღრიცხავს.

კვლევის შედეგად, 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე, შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…)
მათ შორის:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
  • 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში  – 145 ინციდენტი;

მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა

მათ შორის:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;

გადაღების აკრძალვის 77 შემთხვევა

მათ შორის:

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
  • პროევროპული პროტესტის დღიდან – 22  ინციდენტი;

ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი.

მათ შორის, პროევროპული პროტესტის დროს დააკავეს 11  ჟურნალისტი. ერთი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაში რჩება

2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე, პროევროპული პროტესტის გაშუქებისას, გზის გადაკეტვის საფუძვლით ჟურნალისტების დაჯარიმების  33 შემთხვევა აღირიცხა.  (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია. მცირე ნაწილს მოუხსნეს, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა კი გადაიხადა ჯარიმა);

2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მაისამდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი.

დეტალურ ინფორმაციას თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ “მედიის, ინფრმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” ვებგვერდზე: https://cmis.ge/incident/ 

“ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ” – კვლევის შედეგების პრეზენტაცია

18 ოქტომბერს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კველვების ცენტრმა” კვლევის ანგარიშის – “ჟურნალისტების უსაფრთხოება 2024 წლის არჩევნების წინ” პრეზენტაცია გამართა.

კვლევა წინასაარჩევნი პერიოდში ქართული მედიის მდგომარეობას მიმოიხილავს. კვლევის თანახმად, არჩევნების წინა პერიოდში თავისუფალ მედიას მზარდი საფრთხეების ფონზე უწევს მუშაობა. ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვის პარალელურად მიმდინარე მოვლენებს. კვლევაში მონაწილე ჟურნალისტები აღნიშნავენ დაშინების, თვალთვალის, დისკრედიტაციის, ინფორმაციის შეზღუდვის და თავდასხმების გამოცდილებებს.

ანგარიშის თანახმად:

  • „უცხოეთის აგენტების“ კანონის წინაშე რესპონდენტების 65% საკუთარ თავს ძალიან დაუცველად, 23% კი დაუცველად მიიჩნევს.
  • გამოკითხულ რესპონდენტთა 78%-მა დაასახელა შეურაცხყოფის/სიძულვილის ენის გამოცდილება, აქედან 56% ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია თავადაც და მის თანამშრომელსაც. 52%-ის თქმით, მას ან/და მის თანამშრომელს.

ანგარიშის სრულად იხილეთ ბმულზე


პროექტი, ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის (ConMeCo), ხორციელდება “დოიჩე ველე აკადემიის” მიერ “მედიის განვითარების ფონდთან” და “ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და  გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.

DW Akademie

European Union in Georgia

Bundesministerium für wirtschaftliche Zusammenarbeit und Entwicklung (BMZ)

#EU4Georgia