2025 წლის 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
2025 გაზაფხულზე, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ”საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშნვლოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ასევე აკავებენ მოქალაქეებს და აქტივისტებსაც. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გარდა, დაკავებულები არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია. 22 ოქტომბერს, დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. აქციაში მონაწილეობის გამო ასევე დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვიც.
“ქართული ოცნების” მიერ ჟურნალისტების დაკავებას კრიტიკულად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ამას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევენ.
2025 წლის 22 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. სასამართლომ ჟურნალისტს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი ტროტუარზე დგას და პოლიციას მიმართავს. მას არც პირბადე უკეთია და არც გზას კეტავს.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციელებმა უხეში ძალის გამოყენებით დააკავეს. მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ყელის არეში დაზიანებები აქვს, რომელიც დაკავებისას მიიღო.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე არის მეხუთე ჟურნალისტი, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ, ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ დააკავეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა, რამდენიმე კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გასულ დღეებში, გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა, კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.
ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურებიან როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანზიაციები.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი – ცირა ჟვანია. ტელეკომპანიის განცხადებით, მას სახლთან ორი პოლიციელი დახვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ეს არის, მესამე შემთხვევა, როცა გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ჟურნალისტებს აკავებენ საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით.
19 ოქტომბერს, დააკავეს და 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს და ტელეწამყვანს ვახო სანაიას. ხოლო, 20 ოქტომბერს, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი – ქეთა ციცქიშვილი – დააკავეს და ხუთ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით, 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ქეთა ციცქიშვილის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და თავდასხმად აფასებს.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია კოალიციის განცხადებაში.
19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება.
ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.
გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს – პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.
მზია ამაღლობელის დაცვის მხარე, მას შემდეგ, რაც განაჩენი ჩაბარდება, საქმის გასაჩივრებას გეგმავს.
მზია ამაღლობელი მიმდინარე წლის 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო რამდენიმე საათში, 12 იანვარს, სისიხლის სამართლის წესით.
2025 წლის 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინ გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმეთა დაკითხვის გარდა, სასამართლოზე მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეცვლაზეც იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ადვოკატის თქმით, მზია ამაღლობელს, 4 თებერვლის ანალიზის მიხედვით, მარჯვენა თვალში მხედველობა 30%, მარცხენაში — 0.04% ჰქონდა. 6 თებერვლის კვლევის შედეგად მარჯვენა თვალში მხედველობა 10%-მდე დაეცა და სათვალის გამოყენებით მაქსიმუმ 40%-მდე იზრდება, მაშინ როცა დაკავებამდე 90%-მდე იზრდებოდა. მარცხენა თვალში მხედველობა მხოლოდ სინათლისა და სიბნელის გარჩევის დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ხაზგასმით მიუთითებდა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და პატიმრობა ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ბლანკეტურად ეყრდნობა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, თუმცა ამ პოზიციის დასაბუთება გაუგებარია.
ვაგრძელებთ მზია ამაღლობელის საქმის მონიტორინგს, მათ შორის იმის შეფასებას, რამდენად ხელმისაწვდომია მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება საპატიმრო პირობებში.
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
“ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.
2024 წლის 12 დეკემბერს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. სასამართლომ მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ლუკა ღვინიაშვილი მეგობრის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. ღვინიაშვილი ამბობს, რომ ისინი ე.წ. ტიტუშკები ეგონა და გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ, რომლებმაც ღვინიაშვილი დააკავეს.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილს ერთ კვირიანი პატიმრობა შეუფარდა. ფოტოგრაფს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან..
“შემთხვევის დროს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები – არც მანქანა, არც უნიფორმა, არაფერი. არ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაეკიდნენ ლუკას. მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიასაშუალებებში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ადამიანებს, ლუკას შეეშინდა და გაიქცა, მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციელებს სთხოვდა, მიშველეთო”, – თქვა ადვოკატმა ეკა კობესაშვილმა.