თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩაც ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატაში ლაზიშვილი ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავებოდა, რომ 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტთან, ტროტუარზე დგომით მიზანმიმართულად უშლიდა ხელს მოქალაქეებს გადაადგილებაში.
ნატაში ლაზიშვილი მე-9 ადამიანია, ვინც ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. 9-დან 5 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 4-ს კი (3 ქალს და პირველ გასამართლებულს ტრტუარზე დგომისთვის, რეზი დუმბაძეს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:
- სანდრო მეგრელიშვილს – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- დიმიტრი ჯამბურიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- ლუკა ნაგლიაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- მიხეილ ზაქარეიშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა);
- ნუკრი კაკულიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა);
- ანი ახმეტელს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა);
- ნათია ჭავჭანიძეს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ე.წ. ტროტუარის საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიულისაკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერსმიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. პირველი აქტივისტი, რომელიც გამკაცრებული კანონის შემდეგ სასამართლოში დაიბარეს, ანი ახმეტელი იყო. მას უწყება 23 დეკემბერს მიუტანეს. ტროტუარის საქმეების პირველი განაჩენი კი 22 იანვარს გამოცხადდა – აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
2026 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეცენდენტი შედგა – გამოცხადდა პირველი განაჩენი ე.წ. ტროტუარის საქმეზე. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ პროევროპული აქციების მონაწილე რეზი დუმბაძე, სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის მიმდებარედ ტროტუარზე დგომისთვის „ხალხის გადაადგილების დაბრკოლებაში” და იგი სიტყვიერად გააფრთხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზი დუმბაძეს ედავებოდა სამართალდარღვევას 2025 წლის 17 დეკემბერს. აქციების მონაწილეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან 14 იანვარს აცნობეს, რომ იბარებდნენ ტროტუარის „გადაკეტვის“ გამო.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
რეზი დუმბაძე პირველი სამოქალაქო აქტივისტია, ვინც ამ საქმეზე სამართალდამრღვევად სცნეს.