მედიის წარმომადგენლების დაჯარიმებისა და დაკავების შემთხვევები, პროევროპული აქციების გაშუქებისა და აქციებში მონაწილეობის დროს, “გზისა და ტროტუარის გადაკეტვის” საფუძვლით  (ოქტომბერი, 2024 – მარტი, 2026)

2024 წლის 26 ოქტომბრიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში დაწყებული პროევროპული პროტესტის შემდეგ, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები, არაერთხელ გახდნენ რეპრესიების ადრესატები. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს აჯარიმებდნენ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ამავე საფუძვლით, ჟურნალისტებს აჯარიმებენ ე.წ “შაბათის მარშის” დროსაც, როცა საპროტესტო აქციას აქვს მსვლელობის ფორმა. 

2024 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც პროტესტმა უწყვეტი სახე მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა ჯარიმის ოდენობა: “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. 2025 წლის 16 ოქტომბრიდან, “ქართულმა ოცნებამ” გაამკაცრა მსვლელობა-მანიფესტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რა დროსაც გზის გადაკეტვა ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა 15 დღემდე ვადით. კანონმდებლობაში პატიმრობის გათვალისწინების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის ნაცვლად პროტესტის სხვა ფორმას მიმართეს და ისინი, საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარზე დგანან. 2025  წლის 12 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ცვლილება შეიტანა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც ტროტუარსა და ხალხის სავალ ნაწილზე შეკრება დასჯადი გახდა ასევე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

ადმინისტრაციული პატიმრობა “გზის გადაკეტვისთვის” შეუფარდეს ჟურნალისტებსაც, რომელთა ნაწილი ადგილზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა. CMIS დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს აღწერს, შემდეგ ბმულზე: ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები საქართველოში (2024-2025 წლები). 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ 40 ჯარიმა გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ასევე 14 შემთხვევაში მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება გზის გადაკეტვისა და “ტროტუარზე დგომისთვის” და 4 შემთხვევაში შედგა ოქმი ამავე საფუძვლით.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მოქმედი კანონმდებლობით:

  • გამოიწერა 40 ჯარიმა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”; 
  • ჯარიმა გამოიწერა სულ 30 ჟურნალისტის მიმართ; მათგან, ზოგიერთმა მიიღო ერთზე მეტი ჯარიმა;
  • გასაჩივრების შედეგად გაუქმდა 11 ჯარიმა;
  • 27 შემთხვევა გასაჩივრებულია. აქედან, 1 საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; 1 კი, სტრასბურგის სასამართლოში.
  • 3 შემთხვევაში ჯარიმის თანხა გადაიხადეს;

1. “ნეტაგზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS-ის მიაწოდა ინფორმაცია მისი ორჯერდაჯარიმების შესახებ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ქეთი ხუციშვილის პირველი ჯარიმა 2025 წლის 2 აპრილსაა გამოწერილი,მეორე კი, 2025 წლის 13 ივნისს. ჯარიმების შესახებ ჟურნალისტმა 2025 წლის ბოლოს შეიტყო, მას შემდეგ, რაც თავად შეეხმიანა სამართალდამცავ ორგანოებს და დაინტერესდა ფიქსირდებოდა თუ არა მის სახელზე ჯარიმა. ჟურნალისტი ჯამში 10,000 ლარით არის დაჯარიმებული, მან ორივე ჯარიმა გაასაჩივრა. ორივე შემთხვევაში ხუციშვილი, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საბაბით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ხიდაშელმა, რომელიც სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, ჯარიმა გაასაჩივრა. მოსამართლემ აღნიშნული საქმე შეწყვიტა “. 

3. პუბლიკის ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა მინდია გაბაძემ 2026 წლის 5 თებერვალს ცხელ ხაზზე გადამოწმების შედეგადგაიგო, რომ დაჯარიმებული იყო. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ჯარიმა 2025 წლის 29 ივლისით თარიღდება, როცა საპროტესტო აქციას აშუქებდა. ჯარიმა 5,000 ლარია. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა

4. OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხჯერ დააჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით –11 მარტს,15 მარტს,2 აპრილს და3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. გასაჩივრებიდან ათი თვის შემდეგ, მისი არცერთი საჩივარი განხილული არ არის. დაჯარიმების მომენტში მარიამ ნიკურაძეასრულებდა პროფესიულ მოვალეობას – აშუქებდა აქციას, ეკეთა პრესის ნიშანი და თან ჰქონდა პროფესიონალური ფოტოკამერა.

5. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი ორჯერდაჯარიმდა, ჯამში 10 000 ლარით. ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი მისთვის არ შეუტყობინებიათ.

6. JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, საქმის წარმოება ჯერ დასრულებული არ არის.

7. ონლაინ მედია “პუბლიკას” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია ორჯერ არის დაჯარიმებული – 2025 წლის 3 თებერვალს და 14 მარტს. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. 3 თებერვლის ჯარიმის საქმის განხილვისას მარიამ ქავშბაიამ სასამართლოსწარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის, იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, ჟურნალისტმა CMIS-ის უთხრა, რომ თავად სამინისტროს მიერ, წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის დაჯარიმების მომენტში მუშაობდა. ამის მიუხედავად, სასამართლომჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა. რაც შეეხება მეორე ჯარიმას, ამ საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ არ დაწყებულა.

8. გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე 2025 წლის 6 აპრილს არის დაჯარიმებული 5 000 ლარით, იგივე საფუძვლით, რითაც სხვა რეპორტიორები. ამ დღეს ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა. მას ჯარიმის შესახებ 25 აპრილსაცნობეს. გასაჩივრების შემდეგ, ირინა მაკარიძეს ჯარიმა გააუქმეს.

9. “ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 2025 წლის 12 აპრილს, 5 000 ლარითდააჯარიმეს. გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, ლუკა კაციტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.

10. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ელისო ჯარიაშვილს 2025 წლის 10 აპრილსაცნობეს, რომ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება, რომ 2025 წლის 12 მარტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გზა ხელოვნურად გადაკეტა. ელისო ჯარიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე გამოგზავნილ მასალებში ჩანს, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტი ოპერატორებთან და კოლეგა ჟურნალისტთან ერთად, ინტერვიუს წერს რუსთაველის გამზირზე. ჯარიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

11. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2025 წლის 7 თებერვალს დააჯარიმეს 5 000 ლარით. ფოტოგრაფმა ჯარიმა გაასაჩივრა. 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ფოტოგრაფი სამართალდამრღვევად მიიჩნია და მისი ჯარიმა ძალაში დატოვა. ფოტოგრაფი აქციაზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა და ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს. პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

12. ონლაინ მედია “მაუწყებლის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი ორჯერ, ჯამში 10 000 ლარით არის დაჯარიმებული. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”ედავება 2025 წლის 16 თებერვლისა და 30 აგვისტოს აქციებზე. გასაჩივრების შემდეგ, შსს-მ ერთი ჯარიმა გაუუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტმა საზოგადოების დახმარებით თანხა შეაგროვა და ჯარიმა გადაიხადა.

12. “მედია აპრილის” მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 29 მარტის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ხატია ღოღობერიძისთვის ჩაბარებულ ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა – იგი იდენტიფიცირებულია როგორც აქციის მონაწილე. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. მისი საჩივარი ჯერ არ განხილულა.

13. „ამერიკის ხმის“ საქართველოს კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი 5 000 ლარითდააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” საფუძვლით. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. პოლიციის შეტყობინება მან 2025 წლის 25 მარტს მიიღო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცასაქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

14. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინო ბაიდაური, შინაგან საქმეთა სამინისტრომ,5 000 ლარითდააჯარიმა 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი დაჯარიმების მომენტში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რის გამოც, ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა არც მისი საქმის განხილვა დასრულებულა.

15. “რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

16. ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10,000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ფოტოჟურნალისტის საქმე კვლავ განხილვაშია.

17. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარითდააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის გაუუქმეს.

18. ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ედავებიან. ის5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

19. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინმედია “პროექტი 64″-ის წარმომადგენელი ბექა ბერიძე 5 000 ლარითდააჯარიმა 2025 წლის 11 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით. ბერიძემ ჯარიმა შსს-შივე გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამჟამადსასამართლოშია გასაჩივრებული.

20. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი 5 000 ლარითდააჯარიმეს 2025 წლის 21 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“.ჟურნალისტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციას აშუქებდა. გასაჩივრების შემდეგ მას ჯარიმა გაუუქმეს.

21. “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიდაჯარიმდა 2025 წლის 14 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა პრესის ნიშანიც. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც, ბასტი მგალობლიშვილმა სასამართლოს მიმართა. თუმცა, საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

22. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 17 თებერვალსდააჯარიმა 5 000 ლარით. ჟურნალისტმა სამინისტროს წარუდგინა პროფესიული მოვალეობის შესრულების მტკიცებულებები, რის შემდეგაცარიმა გაუქმდა.

23. “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო შუბითიძედააჯარიმეს 17 თებერვალს 5 000 ლარით. გასაჩივრების შემდეგ, ჟურნალისტის ჯარიმა გაუქმდა.

24. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძესედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისთვის. 21 თებერვალს მას აცნობეს 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.

25. “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2025 წლის 14 თებერვალს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით დააჯარიმეს. “ტაბულას” ინფორმაციით, მას ეკეთა პრესის ნიშანი. მოგვიანებით ჯარიმა გაუუქმეს.

26. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ2025 წლის 2 თებერვალს გამართულ პროევროპულ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარითდააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მას მერე რაც ჯარიმა არ გაუუქმეს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილება ცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ნათია გოგსაძემ ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა.

27. “მედია აპრილის” ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ედავება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილია ფაქტი“, რომ ვახო ქარელი 2025 წლის 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როდესაც ფოტოჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იქ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა დაამტკიცოთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.“ საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

28. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს პოლიციაედავებოდა, რომ 2025 წლის 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად აქციაზე ვიდეოს იღებდა. გასაჩივრების შემდეგ, ჯარიმა გაუქმდა.

29. Euronews-ის ქართული ბიუროს ჟურნალისტი დავით კეკენაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 3 იანვარს გამართული პროევროპული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით. რეპორტიორს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში აღარ გაუსაჩივრებია და ჯარიმა გადაიხადა.

მედიის წარმომადგენლების ადმინისტრაციული დაკავების ოქმი გამოიწერა ჯამში 18 შემთხვევაში, აქციების გაშუქების ან აქციებში მონაწილეობისთვის 2025 წლის ნოემბრიდან, გამკაცრებული კანონმდებლობით.

  • 18 -დან 14 შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები დააკავეს ადმინისტრაციული წესით. 4 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საიდანაც, 3 საქმე შეწყდა მოსამართლის გადაწყვეტილებით.
  • დაკავების 14 შემთხვევიდან 11-ს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. 3 იმავე ან მომდევნო დღეს გაათავისუფლეს, მათგან 1-ს შეეფარდა ჯარიმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძლით;
  • 3 საქმე სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია (აქედან ერთ შემთხვევაში იყო დაკავებული და გაათავისუფლეს, ხოლო 2 შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო).

1. ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. “მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს”, – წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი. მოსამართლემ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე 2 აპრილს შეწყვიტა.

2. ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მარიამ ძიძარიას საქმე კვლავ განხილვაშია.

3. ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 27 მარტს, მოსამართლემ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის „ტროტუარზე დგომის“ საქმე.

4. ფოტოგრაფ ზუკა ხიდაშელის წინააღმდეგ შსს-მ მეორე საქმე 2025 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. შსს მას ამჯერად ედავება “ტროტუარზე დგომას”. მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა

5. 22 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, ინგოროყვას ქუჩასთან დააკავეს ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. დაკავების მომენტში იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. სასამართლომ მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა დააკისრა – 3 000 ლარი.

6. 12 ნოემბერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოში დევნილობაში მცხოვრები აფგან სადიგოვი, გზის გადაკეტვის საფუძვლით მეორედ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

7. 5 ნოემბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. იგი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. დაკავების დროს ლიზა ციციშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

8. 3 ნოემბერს დააკავეს ონლაინპლატფორმა MediaChecker-ის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. დაკავების მომენტში იგი აშუქებდა აქციას. ნინია კაკაბაძის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა. 2026 წლის 21 აპრილს სასამართლომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა.

9. 25 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

10. 24 ოქტომბერს დააკავეს მწერალი და გამომცემელი, ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ფორმულას წამყვანი ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

11. 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

12. 24 ოქტომბერს დააკავეს ონლაინმედია Publika.ge-ის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

13. 22 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელსაც 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

14. 22 ოქტომბერს დააკავეს საქართველოში დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

15. 21 ოქტომბერს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

 16. 21 ოქტომბერს დააკავეს ტელე-ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

17. 20 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და მას 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

18. 19 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

კრიზისი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტის პარალელურად, რომელიც ქვეყანაში  2024 წლის შემოდგომიდან დაიწყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კრიზისი გამძაფრდა. ამ კრიზისს მაუწყებლის ხელმძღვანელობამ რეპრესიული პოლიტიკის გატარებით უპასუხა. არხზე გაგრძელდა ტენდენციური, არაობიექტური და “ქართული ოცნების” მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკა, რაზეც არაერთ კვლევაში იყო საუბარი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის დარღვევებისა და “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის მამხილებელი  თანამშრომლების მიმართ კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყო. 

ამ პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად 41 ინციდენტი აღირიცხა. აღნიშნული ინციდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის 29 თანამშრომელს შეეხო. მათგან, ზოგიერთი გახდა, როგორც სანქციების, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების სამიზნე. (აღნიშნული თანამშრომლების სია იხილეთ დანართი #1-ში)

საჯაროდ გავრცელებული ინციდენტები:

  • 6 შემთხვევა სამსახურიდან გათავისუფლების;
  • 11 შემთხვევა დისციპლინური სანქციის დაკისრების;
  • 13 შემთხვევა, როდესაც თანამშრომლებმა უარი თქვეს მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყვნენ სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
  • 7 შემთხვევა თანამშრომლების პროტესტის ნიშნად არხიდან საკუთარი ნებით წასვლის;
  • 2 გადაცემის დახურვა;
  • 2 რუბრიკის დახურვა.

გარდა ჩამოთვლილი ინციდენტებისა, აღირიცხა 4 ინციდენტი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობასა და წევრებთან დაკავშირებით.

კრიზისის გამძაფრება

2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გააცნო პარტიის” გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ქვეყანა აჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს 2028 წლამდე. იმავე საღამოდან, თბილისში, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მხოლოდ 28 ნოემბერს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუშაობაში ხელი შეეშალა მედიის 40 წარმომადგენელს. საპოლიციო ძალები ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სრულყოფილად არ აშუქებდა. ამის გამო, 30 ნოემბრიდან ტელევიზიის შენობასთან უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყო. პარალელურად, არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა ღიად დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმაც. მათ დააარსეს საინიციატივო ჯგუფი “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” და  “არხის გაჯანსაღებისთვის”  დაიწყეს ბრძოლა.

3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის 80-ზე მეტი თანამშრომლის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ჟურნალისტები გმობდნენ კოლეგების მიმართ ძალადობას და მოითხოვდნენ ტელეკომპანიის ეთერი საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დათმობოდა. “სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“, – ნათქვამი იყო განცხადებაში. 

23 დეკემბერს ათმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს არღვევდა, რადგან არ ასრულებდა მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა – პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ორგანიზაციები მოითხოვდნენ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისგან თანამდებობების დატოვებას.

პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ყოველდღიურად გრძელდებოდა მოქალაქეების საპროტესტო აქციები. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური აქცია 2025 წლის 29 იანვარს იყო დაანონსებული. აქციამდე ორი დღით ადრე, 27 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტ პლატფორმაზე სამეურვეო საბჭოს რვა წევრის განცხადება გამოქვეყნდა. ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ მიმდინარე მოვლენების გამო, მიიჩნევდნენ, რომ აქციების მონაწილეებს არხის წინააღმდეგ “ცალკეული [პოლიტიკური] ლიდერები და აქტივისტები იყენებდნენ”.

სამსახურიდან გათავისუფლებული და დასანქცირებული თანამშრომლები

2025 წლის 30 იანვარს, არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების “მოამბის” წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც ყოველი ეთერიდან სოლიდარობას უცხადებდა უკანონოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტს, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, გააკრიტიკა საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის ჩარევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში.  

4 თებერვალს, სამეურვეო საბჭოს მორიგ სხდომაზე, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს “მოამბის” წამყვანის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერეს. სხდომაზე განაცხადეს, რომ მასთან მუშაობაზე პროდიუსერებმა განაცხადეს უარი, რის მიზეზადაც წამყვანის მიერ ეთერში გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები, მათ შორის “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება დაასახელეს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ჟურნალისტის დევნა საჯარო პოზიციების გამო. 

ამ დღის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტმა  რეპრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო იმ თანამშრომლების მიმართაც, რომლებიც განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყო გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი და ამ გადაცემის სარედაქციო გუნდი.

28 თებერვალს არხიდან პირველი თანამშრომელი გაათავისუფლეს – გადაცემების „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტი ანა მეტრეველი. ხელშეკრულების არგაგრძელების ოფიციალურ მიზეზად ანა მეტრეველს ხარჯთა ოპტიმიზაცია დაუსახელეს. ანამ გაასაჯაროვა მისი ხელფასი,  ხელზე ასაღები თანხა  – 490 ლარს შეადგენდა. 

23 მარტს, ეთერს კიდევ ერთი თანამშრომელი  ჩამოაშორეს – დილის გადაცემის თანამშრომელი ანი ჯობავა. 

აპრილიდან რეპრესიები ახალ ეტაპზე გადავიდა: 11 აპრილს სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები – გადაცემა “მოამბის” წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. მათი გათავისუფლების საფუძვლად დისციპლინური მოკვლევა დასახელდა. გათავისუფლებამდე მათთვის მოკვლევის შედეგები არ გაუცვნიათ.

იმავე დღეს, არხის მენეჯმენტმა დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს – გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტს თამარ მშვენიერაძეს და წამყვანს იოსებ კაციტაძეს, პულტის რეჟისორსა და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორს, კახაბერ მელიქიძესა და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორს, ირმა ჩუბინიძეს.

გათავისუფლებული ტელეწამყვანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად,  ორმა თანამშრომელმა – თეა კახიანმა და დავით ველიჯანაშვილმა არხი დატოვა.

“მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვების და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა”, – ასე შეაფასა მომხდარი ორგანიზაციამ “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

17 აპრილს არხის მენეჯმენტმა დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ ოთხ თანამშრომელს – გადაცემა ”რეალური სივრცის” რედაქტორს, ტუხა კვინიკაძეს, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელ პროდიუსერს, თამარ ჭინჭარაულს, “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტს, ანა აბაკელიასა და მემონტაჟე-ოპერატორს, გივი (გიგა) კიტიას. თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომლებს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

2025 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორი, გიგა კიტია მეორედაც დაასანქცირა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მიყენებაში დაადანაშაულა და სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა. 

1 სექტემბრიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს “რეალური სივრცის” კიდევ ერთი თანამშრომელი მერი შიხაშვილი, რომელიც აქამდე დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. 

2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახაბერ მელიქიძე, რომელიც არხზე 1998 წლიდან მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” ინფორმაციით, კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ამხილა მაუწყებელი იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. არხის მენეჯმენტი კახა მელიქიძეს აიძულებდა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ხშირად ეჩვენებინა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა. გათავისუფლებამდე კახაბერ მელიქიძეს ორჯერ დააკისრეს დისციპლინური სანქცია, პირველად 11 აპრილს, მეორედ კი 25 ოქტომბერს.

2026 წლის 11 თებერვალს, მენეჯმენტმა საყვედური გამოუცხადა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს, სოციალურ ქსელში „მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი“ განცხადების გავრცელების გამო. არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გივი ჩიმაკაძე დისციპლინარული სანქციის მოქმედების პერიოდში (12 თვე) „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.

24 თებერვალს კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაცია შემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების/გავრცელების ხელშეწყობის გამო“ თებერვლის თვის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად 30 პროცენტი დაუქვითა.

დახურული გადაცემები და რუბრიკები

2025 წლის 30 აპრილს, “პირველი არხის” მენეჯმენტმა გადაცემა “რეალური სივრცის” დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.  ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებს წერილობითი ფორმით შეატყობინეს: „როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს – „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“, – ნათქვამი იყო შეტყობინებაში. 

გადაცემა “რეალური სივრცე” ფოკუსირებული იყო სოციალურ თემებზე და გამოირჩეოდა “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული პოზიციით. 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადაცემა “რეალური სივრცე” “პირველი არხის” რადიოს ეთერში გადიოდა. ნინო ზაუტაშვილის არხიდან გათავისუფლების შემდეგ, „რეალური სივრცე“ „პირველი არხის“ რადიო ეთერშიც აღარ გასულა. მენეჯმენტის შეთავაზებაზე მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, “რეალური სივრცის” გუნდმა უარი განაცხადა, შედეგად, “პირველი არხი” დატოვა გადაცემის ექვსმა თანამშრომელმა (იხ. ზემოთ). 

25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ “პირველი არხი” ხურავდა გადაცემას “ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს – გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერს, თამარ ჭინჭარაულსა და მარიამ ფირცხალავას, პროდუსერს ნია ბარაბაძეს, ჟურნალისტს ანა აბაკელიასა და გადაცემის წამყვანებს –  ლიკა ევგენიძესა და გიორგი შარვაშიძეს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. არხის დირექტორის, თინა ბერძენიშვილის მიერ თანამშრომლებთან გაგზავნილ წერილში მითითებული იყო,  რომ თუ ისინი შეთავაზებას არ დათანხმდებოდნენ, მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.

წერილის თანახმად,  გადაცემას საპროექტო ვადა 1 აგვისტოს ეწურებოდა და მისი გაგრძელება აღარ იგეგმებოდა, რადგან მაუწყებელს აღარ ჰქონდა ამ გადაცემის საჭიროება: „ახალი სატელევიზიო სეზონიდან, განახლებული საეთერო ბადის შუადღის ზოლი დაეთმობა ახალ პროექტს, რომელიც კვირის ყველა დღეს მოიცავს. შესაბამისად ცალკე და დამატებით მხოლოდ შაბათ-კვირისთვის გადაცემის საჭიროება აღარ იკვეთება“. სხვა გადაცემებში გადასვლაზე ექვსივე თანამშრომელმა უარი განაცხადა. შესაბამისად, პირველი აგვისტოდან ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. 

ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა არხმა დახურა ჟურნალისტ ია ანთაძის პროექტიც „საინტერესო ადამიანები“. “რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში. მან ასევე განაცხადა, – “„აქამდე ხელშეკრულებით მქონდა შეზღუდული საზოგადოებრივი აქტიურობა და პირობას პატიოსნად ვიცავი. ახლა სრულიად თავისუფალი ვარ და შევეცდები, გზადაგზა ყველა მოსაზრება გაგიზიაროთ, რასაც მნიშვნელოვნად ჩავთვლი“. პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, „პირველი არხის“ ვებ-გვერდზე, პორტრეტის ჟანრის ინტერვიუ ქვეყნდებოდა. ბოლო პერიოდში, ია ანთაძის რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც ღიად აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას”. მათ შორის, ჟურნალისტი, გამოცემა „პუბლიკის“ დამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, ყოფილი საჯარო მოხელე, დავით ჩხეიძე და პროევროპულ აქციებში ჩართული არაერთი ადამიანი.

30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან “პირველ არხზე” აღარ გავიდოდა რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”. “ეს ჩემი ბოლო გადაცემა იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე… მინდა, ვუსურვო ჩვენს მსმენელს წარმატებები. ასევე, ჩვენს ქვეყანას გამთლიანება, გაძლიერება, სამართლიანი ქვეყნის”, – ასე დაემშვიდობა მაყურებელს დიმიტრი სილაქაძე. მან  უარი თქვა შეთავაზებაზე გადასულიყო სხვა გადაცემაში და არხის დატოვება გადაწყვიტა. მისი რუბრიკა „ადამიანები ისტორიიდან“ თავდაპირველად  გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“ ეთერით გადაიცემოდა, 2024 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოში, გადაცემა „შუადღის პიკის საათში“ გადაინაცვლა.

სამეურვეო საბჭოს როლი მაუწყებლის რეპრესიულ პოლიტიკაში

არხის მიმართ კრიტიკული თანამშრომლების წინააღმდეგ რეპრესიულ პოლიტიკას არხის მენეჯმენტი სამეურვეო საბჭოს დახმარებით ახორციელებდა. 

მაგალითად, 2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა, საბჭოს სხდომაზე რამდენიმე ჟურნალისტის, მათ შორის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის კრიტიკულ განცხადებებზე იმსჯელეს და განიხილეს პროკურატურისთვის მიმართვის საჭიროება ამ ჟურნალისტების საქმიანობის შესასწავლად. “ძალიან მიზანშეწონილად მგონია, რომ ეს უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, ეგ საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს ერთად ეს ამბავი, რატომ არის გადაბმული ეს ამბები ერთმანეთზე. არცერთი მათი თვითშემოქმედება არ არის, იმიტომ რომ ერთი, მეორე, მესამე, და მერე ყველა ერთად აქ თავმოყრილი, ეს შემთხვევით არ ხდება”, – განაცხადა სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძემ. 

მალევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო შეეცადა კრიტიკული ჟურნალისტების არდაშვებას საბჭოს სხდომებზე. კერძოდ, 2025 წლის 29 აპრილს,  როდესაც სამეურვეო საბჭოს სხდომა იყო დაგეგმილი, სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და  გიორგი იასაშვილმა. თუმცა სამეურვეო საბჭომ ისინი სხდომაზე არ დაუშვა. 

2025 წლის 30 მაისის სხდომაზე საბჭოს წევრებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის დოკუმენტში  ცვლილებები შეიტანესრეგლამენტის აქამდე მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომებზე დასწრება ფიზიკურად, წინასწარი შეტყობინებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, ცვლილებების თანახმად კი, ამიერიდან სხდომაზე დასწრება მხოლოდ ონლაინ იქნებოდა შესაძლებელი. ცვლილებები ძალაში  1 ივნისიდან შევიდა. ცვლილებებს მხარი საბჭოს რვა  წევრმა დაუჭირა. აღნიშნულმა ცვლილებებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახადა.

დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საბჭოს წევრს, საბჭოს სხვა წევრმა საჯაროდ შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართა, მას შემდეგ, რაც საბჭოს თამჯდომარემ არხის მუშაობისა და რეპუტაციისთვის სავარაუდოდ ზიანის მიმყენებელი განცხადება გააკეთა. კერძოდ, 2026 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ორი პროსამთავრობო არხს – “იმედი” და “POSTV”, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ამ არხებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ ფაქტის შემდეგ, საბჭოს სხდომაზე, ერთ-ერთმა წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ვასილ მაღლაფერიძეს ჰკითხა, მისი ეს მხარდაჭერა რისკის ქვეშ ხომ არ აყენებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობას, რასაც, საბჭოს სხვა წევრის მხრიდან, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

დანართი #1

თანამშრომლების სია, რომელთაც შეეხოთ არხის რეპრესიული პოლიტიკა
(სია ეყრდნობა CMIS-ის მიერ შეგროვებულ, საჯაროდ გავრცელებულ შემთხვევებსა და პლატფორმა  “მაყურებლის” მონაცემებს)

  • გათავისუფლებული თანამშრომლები:
  1. ანა მეტრეველი – პროდიუსერის ასისტენტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  2. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი – წამყვანი, საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“
  3. ნინო ზაუტაშვილი – წამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  4. ია ანთაძე – პროექტი “საინტერესო ადამიანები”
  5. კახა მელიქიძე –  სპორტული არხის რეჟისორი და პულტის რეჟისორი
  6. მერი შიხაშვილი – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  •  თანამშრომლები, რომელთაც გადაცემების დახურვის შემდეგ, უარი თქვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე გადასულიყვნენ სხვა გადაცემებში:  
  1. ქეთი კაპანაძე – პროდიუსერი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  2. თამარა მშვენიერაძე – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  3. ომარ წოწორია – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  4. ტუხა კვინიკაძე – რედაქტორი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  5. სოსო კაციტაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  6. თამარ ჭინჭარაული – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  7. ანა აბაკელია – ჟურნალისტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  8. მარიამ ფირცხალავა – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  9. ნია ბარაბაძე – პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  10. ლიკა ევგენიძე – წამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  11. გიორგი შარვაშიძე – წამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  12. დიმიტრი სილაქაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  13. ანი ჯობავა – ჟურნალისტი დილის გადაცემაში (თავდაპირველად ის ეთერს ჩამოაშორეს. შეთავაზება სადმე გადასვლაზე არ მიუღია და საბოლოოდ, არხი დატოვა). 
  • თანამშრომლები, რომელთაც არხი დატოვეს საკუთარი განცხადების საფუძველზე:
  1. ლექსო ქურხული – ვებრედაქტორი
  2. თეა კახიანი – მონიტორინგის მენეჯერი
  3. დავით ველიჯანაშვილი – წამყვანი
  4. ნინო დადვანი – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
  5. ირმა ჩუბინიძე – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
  6. ქეთი ვაშაგაშვილი – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
  7. ქეთი ელეიშვილი – სცენარისტი
  •  თანამშრომლები, რომელთაც დისციპლინური სანქციები დაუწესეს:
  1. თამარა მშვენიერაძე – ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  2. სოსო კაციტაძე – თანაწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  3. კახა მელიქიძე,  სპორტული არხის რეჟისორი და პულტის რეჟისორი (სანქცია შეეხო  2-ჯერ)
  4. ირმა ჩუბინიძე – პრომოციის ჯგუფის რეჟისორი
  5. ტუხა კვინიკაძე – რედაქტორი, გადაცემა „რეალური სივრცე“
  6. თამარ ჭინჭარაული – აღმასრულებელი პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  7. ნია ბარაბაძე – პროდიუსერი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  8. ანა აბაკელია – ჟურნალისტი, გადაცემა „ამ შაბათ-კვირას“
  9. გიგა კიტია  – საზოგადოებრივი მაუწყებლის მემონტაჟე
  10. გივი ჩიმაკაძე – ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორი
  11. ქეთევან სინიცა –  ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერი

ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები საქართველოში. 2024-2025 წლები

2024 წლის იანვრიდან ჟურნალისტების დროებითი დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც ძირითადად საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხდებოდა. ჯამში დოკუმენტირებულია 30 შემთხვევა. მათგან 27 დაკავება მოხდა ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების, არჩევნების შემდგომი პროტესტებისა და პროევროპული პროტესტების დროს. 30 ინციდენტიდან 19, 2025 წელს მოხდა. უმეტეს შემთხვევაში, დაკავებისას ჟურნალისტები ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას აშუქებდნენ საპროტესტო აქციებს.

მზია ამაღლობელი, გამოცემების “ბათუმელები” და “ნეტგაზეთი” დამფუძნებელი და დირექტორი, ორჯერ დააკავეს; სასამართლომ ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა, შემდეგ კი, სისხლის სამართლის.

2025 წელს გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები

1. 22 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, ინგოროყვას ქუჩასთან დააკავეს ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. დაკავების მომენტში იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. სასამართლომ მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა დააკისრა – 3 000 ლარი.

2. 12 ნოემბერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოში დევნილობაში მცხოვრები აფგან სადიგოვი, გზის გადაკეტვის საფუძვლით მეორედ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

3. 5 ნოემბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. იგი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. დაკავების დროს ლიზა ციციშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

4. 3 ნოემბერს დააკავეს ონლაინპლატფორმა MediaChecker-ის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. დაკავების მომენტში იგი აშუქებდა აქციას. ნინია კაკაბაძის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

5. 25 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

6. 24 ოქტომბერს დააკავეს მწერალი და გამომცემელი, ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ფორმულას წამყვანი ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

7. 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

8. 24 ოქტომბერს დააკავეს ონლაინმედია Publika.ge-ის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

9. 22 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელსაც 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

10. 22 ოქტომბერს დააკავეს საქართველოში დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

11. 21 ოქტომბერს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

12. 21 ოქტომბერს დააკავეს ტელე-ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

13. 20 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და მას 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

14. 19 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

15. 6 აპრილს, 2025 წელს, დააკავეს ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია. დაკავების დროს იგი არ ასრულებდა ჟურნალისტურ მოვალეობას. სორდიამ 48 საათი გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში და ბრალი წაუყენეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს.

16. 19 თებერვალს, 2025 წლის გამთენიისას, პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. მას ბრალი ედებოდა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). 20 თებერვალს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.

17. 12 იანვრის ღამეს, 2025 წელს, ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, პოლიციის უფროსთან დაპირისპირების შემდეგ, რომლის დროსაც მან პოლიციის უფროსს სილა გააწნა. 6 აგვისტოს მას სისხლის სამართლის კოდექსით 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა (დეტალები ქვემოთ).

18. 12 იანვარს, 2025 წელს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ბათუმელების ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე, რომელიც აქციას აშუქებდა. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

19. 11 იანვრის გვიან საღამოს, 2025 წელს, ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული აქციის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა მზია ამაღლობელი პროტესტის სტიკერის კედელზე გაკვრის გამო. იგი იმავე ღამეს გაათავისუფლეს წერილობითი ახსნა-განმარტების ხელმოწერის შემდეგ.

2024 წელს დაკავებული ან დაპატიმრებული ჟურნალისტები

1. ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი 2024 წლის 12 დეკემბერს დააკავეს და სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

2. 7 დეკემბრის ღამეს, 2024 წელს, Kavkazky Uzel-ის ჟურნალისტი ბესლან კმუზოვი დააკავეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის თანამშრომლების ფოტოგრაფირების შემდეგ. სასამართლომ იგი 2 000 ლარით დააჯარიმა და 8 დეკემბერს გაათავისუფლა.

3. 7 დეკემბერს, 2024 წელს, საპროტესტო აქციის დროს დააკავეს მთავარი არხის ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი 9 დეკემბერს გაათავისუფლეს და სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

4. 1 დეკემბრის ღამეს, 2024 წელს, რუსთაველის მეტროსთან აქციის დაშლისას, პოლიციამ დააკავა ონლაინგამოცემა მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ იგი თავს ჟურნალისტად აცნობს პოლიციას, თუმცა ამის მიუხედავად იგი მაინც დააკავეს.

5. ონლაინგამოცემა On.ge-ის ცნობით, 30 ნოემბერს, 2024 წელს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ ტაბუკაშვილი.

6. 30 ნოემბერს, 2024 წელს, სპეცრაზმმა დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა რადიო თავისუფლების ახალი ამბების პროდიუსერს ბექა ბერაძეს. იგი საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ბერაძის თქმით, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად იგი დააკავეს.

7. 19 ნოემბერს, 2024 წელს, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა მთავარი არხის ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, ხელი შეუშალა მის მუშაობას და დააკავა. ასევე დაზიანდა მისი სატელევიზიო აპარატურა.

8. 3 მაისს, 2024 წლის გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციის დროს, პოლიციამ დააკავა ონლაინ გამოცემა Tabula.ge-ის რედაქტორი გიორგი ბადრიძე. იგი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს წერილობითი ახსნა-განმარტების ხელმოწერის შემდეგ.

9. 30 აპრილს, 2024 წელს, თავისუფალი ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი აქციას აშუქებდა, როდესაც სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა მასზე და შემდეგ დააკავა. მან ორი დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

10. 30 აპრილს, 2024 წელს, პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა ifact.ge-ის ჟურნალისტი რობი ზარიძე კორდონში, სადაც სპეცრაზმმა მასზე ფიზიკურად იძალადა და შემდეგ დააკავა. იგი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

11. 23 იანვარს, 2024 წელს, როდესაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახის გამოსახლება დაიწყო, ონლაინ გამოცემა მთის ამბების დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გელა მთივლიშვილი მოვლენას აშუქებდა, რა დროსაც პოლიციამ იგი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი მოგვიანებით გაათავისუფლეს და 2 000 ლარით დააჯარიმეს. დაკავების დღეს მთივლიშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა უკანონო დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ იგი ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია

2024 წლის 18 სექტემბერს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეების მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზით” შედეგების პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს:  „მთის ამბების” რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა,  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები იხილეთ ბმულზე.

A person and person standing at a podium with microphones

Description automatically generated

შეხვედრა ბათუმში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” 2024 წლის 25 ივლისს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხზე ბათუმში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ბათუმში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ

შეხვედრა გაიმართა პროექტის „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გზით“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. 

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შენი უფლებაა

მარნეულსა და ახალციხეში საჯარო ინფორმაციის თემაზე ვისაუბრეთ

2024 წლის 28 ივნისს “მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” მარნეულში , ხოლო 6 ივლისს ახალციხეში, გამართა შეხვედრები. მოქალაქეებს, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საჯარო ინფორმაციის შესახებ მარნეულის სამოქალაქო აქტივიზმის და ჩართულობის ცენტრში,  ახალციხეში კი გამოცემა სამხრეთის კარიბჭის ოფისში ვესაუბრეთ.

  • პროექტი – „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გზით“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება.

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შენი უფლებაა

საჯარო ინფორმაცია, მედია და მოქალაქეთა ჩართულობა – შეხვედრები გორში

2024 წლის 3 აპრილს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” გორში შეხვედრები გამართა თემაზე  საჯარო ინფორმაცია, მედია და მოქალაქეთა ჩართულობა. ცენტრის წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ, სტუდენტებთან ისაუბრა ჟურნალისტებისა და მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხებზე.

მოწვეულმა ექსპერტმა, ნანუკა ყრუაშვილმა კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო სამოქალაქო ჩართულობის ძირითადი ასპექტები და ისაუბრა საჯარო ინფორმაციის როლზე მოქალაქეთა ჩართულობისთვის.

საჯარო ინფორმაციაზე წვდომის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ასევე ადგილობრივი მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელსაც “ქართულმა მედია ჯგუფმა” უმასპინძლა.

_______

პროექტი – „მედიის თავისუფლების და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გზით“ ხორციელდება საქართველოში ა.შ.შ. საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის

#საჯარო ინფორმაციაზე წვდომა შენი უფლებაა