14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის – „რეალური სივრცის“ თანამშრომლების საჩივარი ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე.
ქეთევან კაპანაძე, იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე, ომარ წოწორია და ტუხა კვინიკაძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
2025 წლის 11 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. 1 მაისიდან დაიხურა გადაცემა „რეალური სივრცე“, ხოლო გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებებზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყდათ.
მოქალაქე გიორგი გოგია, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის შვილის, ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გოგიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას [წვრილმანი ხულიგნობა] ედავებოდა. უწყების მტკიცებით, გოგიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს. შსს-მ შესაძლო სამართალდარღვევად შეაფასა 14 ივნისს დაწერილი პოსტი, რომელშიც გიორგი გოგია აზიარებს ბერა ივანიშვილის განცხადებას და წერს: „განაცხადა **ისშვილმა, რომელიც ბავშვების საცემად ირაკლი ღარიბაშვილს სკოლებში არბენინებდა“.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მელითაური, Facebook-ში შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერის საბაბით, 2000 ლარით დააჯარიმეს მეგობრის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მელითაურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას [წვრილმანი ხულიგნობა] ედავებოდა. საქმე ეხება კომენტარს, რომელიც მელითაურმა დაწერა ტელეკომპანია “მთავარის” ერთ-ერთი პოსტის ქვეშ. “მთავარის” ეს პოსტი ეხებოდა, მელითაურის მეგობარზე, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეზე თავდასხმას. მელითაურის კომენტარი იმ პირს მიემართებოდა, რომელიც ზაზაძეს დაეხა თავს და გამოყენებული იყო გინება. შსს-ს “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” ეს კომენტარი ჩათვალა, როგორც მეგობრის შეურაცხყოფა და ოქმი შეადგინა. შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიემართება შეურაცხყოფა.
„[ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას] მედავებოდნენ, თუმცა რომ მიხვდნენ, რომ ლევან ზაზაძეს კი არა, მის თავდამსხმელს მიემართებოდა ეს გინება, თქვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს აგინე თუ არა, მთავარია, საჯარო სივრცეში უწმაწურ სიტყვას იყენებდიო“, – ამბობს მელითაური “პუბლიკასთან”.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.
2026 წლის 6 ივლისს, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, ბესიკ ანდღულაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, პარლამენტარ ეკა ჭიჭინაძის შეურაცხყოფის საბაბით 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ანდღულაძეს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ლანძღვა-გინებას მოიაზრებს.
ბესიკ ანდღულაძის ადვოკატმა სასამართლოს განუმარტა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ კომენტარის ავტორი ნამდვილად ბესიკ ანდღულაძე იყო. ამის მიუხედავად, მოსამართლემ მისი ეს არგუმენტი არ გაიზიარა და გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მიიღო.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.
2026 წლის 6 ივლისს, მწერალი, საპროტესტო აქციების მონაწილე, ბექა ქურხული სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნების საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბექა ქურხულს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას (წვრილმანი ხულიგნობა) ედავებოდა. უწყების პოზიციით, ქურხულმა Facebook-ზე გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, კომენტარი და ვიდეო, რომელშიც „იყენებს უცენზურო სიტყვებს და ფრაზებს“, რომლის ნაწილი მიემართება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და „მაესტროს“ წამყვანს გია გაჩეჩილაძეს.
ბექა ქურხულმა “TV პირველს” განუცხადა, რომ მას სატელევიზიო ეთერში დაფიქსირებული მოსაზრების გამოც ედავებოდნენ. კერძოდ, მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ “TV პირველის” ეთერში ისაუბრა, რა პრობლემები ექმნებოდათ საზღვარზე უკრაინიდან დაბრუნების დროს და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რაც მას შეურაცხყოფად ჩაუთვალეს.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან, 1 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.
2026 წლის 7 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედას, ნინო კალანდიას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მეორედ დაუყადაღეს პირადი ანგარიში. როგორც ნინო კალანდია წერს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გამოწერილი კიდევ 5 ჯარიმაა შესული.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ნინო კალანდიას ანგარიშები პირველად 29 მაისს დაუყადაღეს. მაშინ ყადაღა დაედო როგორც მის პირად ანგარიშს, ისე მის სახელზე გახსნილ 13 წლის შშმ შვილის საპენსიო ანგარიშსაც.
2026 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2 800 ლარით დააჯარიმა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის ნინო ჯღარკავას მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
მუსიკოსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლადშექმნილმა, “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ” დაიწყო. მუსიკოსი ერ-ერთი პირველი იყო, საჯაროდ გავრცელებული შემთხვევებიდან, ვის წინააღმდეგაც ახალმა სამმართველომ ოქმი შეადგინა. ამის შესახებ თავად მუსიკოსმა დაწერა სოციალურ ქსელში.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან.
2026 წლის 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტს, ისაკო დევიძეს, სასამართლოს უპატივცემულობის საქმზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა.
ისაკო დევიძეს ბრალად ედებოდა მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობა – სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამ დანაშაულის ჩადენას აქტივისტს იმ სასამართლო პროცესზე ედავებიან, სადაც მისი ადმინისტრაციული დაკავების საქმე განიხილებოდა.
ისაკო დევიძე 2025 წლის 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის შეურაცხყოფის საფუძვლით დააკავეს. 22 დეკემბერს, მოსამართლე ზვიად ცეკვავა, მის საქმეს განიხილავდა. სასამართლო პროცესზე ისაკო დევიძემ მოსამართლის სამუშაო კომპიუტერს ხელი დაარტყა. კომპიუტერის მონიტორი მაგიდაზე დაეცა. დევიძე დარბაზიდან გაიყვანეს, სხდომაზე შესვენება გამოცხადაა. შესვენების შემდეგ, განახლებულ პროცესზე, მოსამართლე ცეკვავამ პოლიციელის შეურაცხყოფის ადმინისტრაციულ საქმეზე აქტივისტს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ისაკო დევიძეს, პატიმრობის ვადა 19 იანვარს ეწურებოდა. 17 იანვარს ოჯახმა შეიტყო, სასამართლო პროცესზე მომხდარი ინციდენტის გამო, აქტივისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება იყო დაწყებული. დევიძეს, ამ ახალ საქმეზე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ვინაიდან, მისი პატომრობა, სისხლის სამართლის საქმზე, 17 იანვრიდან ითვლება, აქტივისტი ციხეში კიდევ ოთხ თვეს გაატარებს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. სამართალდარღვევად შეფასდა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას მიერ გამოქვეყნებული პოსტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრის, ლადო ბოჟაძის შესახებ.
სანაია, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული 4000 ლარით. ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებული მუხლის შესაბამისად მიიღო.
საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების გამო მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავები, შსს-ში ახლად შექმნილი “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” ოქმების საფუძველზე იწყება. ახალი სამმართველო შსს-ში 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. სამმართველოს ამოცანაა საჯარო სივრცეში გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, თუ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამოქმედებიდან 2 ივლისამდე პერიოდში, ამ სამმართველოს მიერ გამოვლენილია 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი, საიდანაც 150 საქმე უკვე სასამართლოშია წარდგენილი. ამ 150 შემთხვევიდან, 33 საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – 31 ადამიანი დააჯარიმეს, 2 ადამიანს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დაჯარიმებულთა უმეტესობა მოქალაქეები და აქტივისტები არიან. ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია, რომელიც ამ სამმართველოს ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა.
ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს ტელეკომპანიის მესამე თანამშრომელი, ოპერატორი მიშო მარტაშვილიც.
მისი გამოკითხვის შემდეგ „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა „მედიაჩეკერთან“ განაცხადა, რომ ოპერატორის გამოკითხვით თბილისის პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.
შეგახსენებთ, 2026 წლის 16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცრუ დასმენას გულისხმობს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდარავას განცხადება. იგი “ფორმულას” მის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებს. ამ სიუჟეტების წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა ცრუ დასმენას “ფორმულას” წყაროს ედავება.
იგივე საქმის ფარგლებში პროკურატურაში უკვე გამოკითხეს გადაცემის ავტორი და წამყვანი, დავით ქაშიაშვილი და სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე.
იგივე სიუჟეტების გამო, გოგა ხაინდრავას “ფორმულას” წინააღმდეგ სამოქალაქო დავაც აქვს. იგი ტელეკომპანიას უჩივის ცილისწამებისთვის და მორალური ზიანის ასანაზრაირებლად 10, 000 ლარს ითხოვს.