სამოქალაქო აქტივისტს, სოფო მარკოზიას, საავტომობილო გზის გადაკეტვის  ბრალდებით, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, სამოქალაქო აქტივისტი სოფო მარკოზია, საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფო მარკოზიას 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

სამოქალაქო აქტივისტს,  გიორგი რომელაშვილს, საავტომობილო გზის გადაკეტვის ბრალდებით, ოთხდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი რომელაშვილი, საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო სამართალდამრღვევად ცნო და ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელაშვილს 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშზე”, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. 

საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს.  აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

სამოქალაქო აქტივისტს, ილია ღლონტს, ტროტუარზე პროტესტის გამო ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოასამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, პლატფორმა “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღლონტს 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.


ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტს, მუსიკოს გიორგი ბულიას, ტროტუარზე პროტესტის გამო ორდღიანი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტი, მუსიკოსი გიორგი ბულია სამართალდამრღვევად სცნო და ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბულიას 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.


ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. ტროტუარის საქმეზე უკვე 17 აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად მათგან, 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 8-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. 

ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კაკოიშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. 

ლაშა კაკოიშვილი, ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად ცნობილი მე-15 მოქალაქეა. ამ 15 ადამიანიდან, 8-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგს 4, ზოგს კი 5 დღით, 7-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.  

ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

ტროტუარზე პროტესტის გამო კიდევ ოთხი სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნეს

2026 წლის 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, კიდევ ოთხი სამოქალაქო აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად ტროტუარზე პროტესტის გამო. მათგან ორს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:

  • ზურა მანჩხაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე);
  • თორნიკე ჯანდიერს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • სოფო ჩაჩანიძე – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • თეკლე გაბელია –  სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს.  ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მოქალაქის შემთხვევაში ჰქონდა მიღებული. 10-ვე სამართალდამრღვევად ცნეს. 5 აქტივისტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.  5-ს კი 4- და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება  “ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სააპელაციო სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული აქტივისტის, სანდრო მეგრელიშვილის საქმე განუხილველი დატოვა

ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული აქტივისტის, სანდრო მეგრელიშვილის საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეგრელიშვილის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა მიიღო. 

2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, სანდრო მეგრელიშვილს ტროტუარზე პროტესტის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანდრო მეგრელიშვილის ადვოკატმა  ზემდგომ ინსტანციაში.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

ტროტუარზე დგომისთვის ხუთი ადამიანი პატიმრობაში გაუშვეს, ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს


2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, 7 მოქალაქე ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. მათგან ხუთს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:

  • სანდრო მეგრელიშვილს – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • დიმიტრი ჯამბურიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • ლუკა ნაგლიაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
  • მიხეილ ზაქარეიშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნუკრი კაკულიას – 4-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა);
  • ანი ახმეტელს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე ზვიად ცეკვავა); 
  • ნათია ჭავჭანიძეს – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე მანუჩარ ცაცუა).

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა ე.წ. ტროტუარის საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღეს. 

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიულისაკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025  წლის 12 დეკემბერსმიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.  პირველი აქტივისტი, რომელიც გამკაცრებული კანონის შემდეგ სასამართლოში დაიბარეს, ანი ახმეტელი იყო. მას უწყება 23 დეკემბერს მიუტანეს. ტროტუარის საქმეების პირველი  განაჩენი კი 22 იანვარს გამოცხადდა – აქტივისტი რეზი დუმბაძე მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

სამოქალაქო აქტივისტი, მთარგმნელი ნინო ბარძიმაშვილი გზის გადაკეტვის საქმეზე სამი კვირის შემდეგ დააკავეს

2026 წლის 16 იანვარს, გზის გადაკეტვის ძველ საქმეზე, მთარგმნელი, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბარძიმაშვილი დააკავეს.

როგორც გაირკვა, სასამართლომ მას 2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეუფარდა 5-დღიანი პატიმრობა ოქტომბერში რუსთაველზე სამანქანო გზის გადაკეტვის საბაბით.

რატომ დააკავეს აქტივისტი, პატიმრობის ვადის მოსახდელად, სამი კვირის შემდეგ, უცნობია. იგი სახლთან აიყვანეს და რუსთავის იზოლატორში გადაიყვანეს. 

თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს

2026 წლის 14 იანვარს, თბილისში, ირანის საელჩოსთან გამართულ, ირანელი ხალხის სოლიდარობის აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი ნუცა მხარაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნუცა მახარაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, ნუცა მახარაძის დაკავებამდე, დემონსტრანტები ირანის საელჩოსთან მდებარე შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთების დროს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლით გამოხატავდნენ პროტესტს. მოგვიანებით, როგორც პოლიციამ განმარტა, „მწყობრიდან გამოვიდა შუქნიშანი“, მახარაძემ კი სწორედ ამ დროს დაიწყო გზის გადაკვეთა.

ნუცა მახარაძის საქმეზე ერთი სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა 16 იანვარს. ამ პროცესზე ის შეუძლოდ გახდა. ნუცა მახარაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს: “გული წამივიდა ორჯერ და კრუნჩხვა მქონდა, ემოციურ ფონზე [პანიკური შეტევები] მაქვს, მაგრამ ასეთი აქამდე არ მქონია. იზოლატორში ვიყავი ორი დღე დაუბანელი და უსამართლოდ დაკავებული და ალბათ ამან იმოქმედა”.

მომდევნო პროცესი 27 იანვარს გაიმართება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლის პირველი ნაწილი) − ჯარიმდება 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან იწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას, 60 დღემდე ვადით. ხოლო, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება (173-ე მუხლის მეორე ნაწილი) – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.