24 ოქტომბერს, დააკავეს “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი. ის დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
როგორც „პუბლიკაში“ ამბობენ, ბასტი მგალობლიშვილს უთხრეს, რომ “სხვაში აერიათ” და გამოუშვეს.
“ჩემს სახლთან დაძრულ ტაქსის წინ გადაუდგნენ და ტერორისტივით გადმომსვეს მანქანიდან. ორს ფორმა არ ეცვა. მანქანაში რომელიც დამხვდა, მხოლოდ მას ეცვა. გამომგლიჯეს ტელეფონი და ჩამკეტეს მანქანაში. თან დაკავებული არ ხარო მეუბნებოდნენ…ძალიან კარგად იცოდნენ ვინ ვიყავი და ეს „სპეცოპერაცია“ მიზნად ისახავდა ჩემს დაშინებას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას” – ასე გამოეხმაურა გათავისუფლების შემდეგ ბასტი მგალობლიშვილი მომხდარ ამბავს.
ბასტი მგალობლიშვილის მსგავსად, საპროტესტო აქციებზე დაკავეს და პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებს, ვახო სანაიას, ქეთა ციცქიშვილს და ცირა ჟვანიას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრს – ლიკა ბასიალაია-შავგულიძეს და ჟურნალისტ აფგან სადიგოვს.
2025 წლის 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5,000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
2025 გაზაფხულზე, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ”საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებულმა ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშნვლოვნად შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ასევე აკავებენ მოქალაქეებს და აქტივისტებსაც. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გარდა, დაკავებულები არიან ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია. 22 ოქტომბერს, დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. აქციაში მონაწილეობის გამო ასევე დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი – აფგან სადიგოვიც.
“ქართული ოცნების” მიერ ჟურნალისტების დაკავებას კრიტიკულად აფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და ამას მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევენ.
2025 წლის 22 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. სასამართლომ ჟურნალისტს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი ტროტუარზე დგას და პოლიციას მიმართავს. მას არც პირბადე უკეთია და არც გზას კეტავს.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე პოლიციელებმა უხეში ძალის გამოყენებით დააკავეს. მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს ყელის არეში დაზიანებები აქვს, რომელიც დაკავებისას მიიღო.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე არის მეხუთე ჟურნალისტი, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ, ახალი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ დააკავეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა, რამდენიმე კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის დააკავეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტს 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გასულ დღეებში, გზის გადაკეტვის საფუძვლით დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტები: ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი და ცირა ჟვანია.
“ქართული ოცნების” პარლამენტმა, კანონში ისეთი ცვლილებები მიიღო, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ცვლილების საფუძველზე, 80-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ბოლო რამდენიმე დღეში.
ჟურნალისტების დაკავებას ეხმაურებიან როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანზიაციები.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
2025 წლის 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი – ცირა ჟვანია. ტელეკომპანიის განცხადებით, მას სახლთან ორი პოლიციელი დახვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ეს არის, მესამე შემთხვევა, როცა გამკაცრებული კანონმდებლობის საფუძველზე, ჟურნალისტებს აკავებენ საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით.
19 ოქტომბერს, დააკავეს და 6 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს და ტელეწამყვანს ვახო სანაიას. ხოლო, 20 ოქტომბერს, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი – ქეთა ციცქიშვილი – დააკავეს და ხუთ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით, 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ქეთა ციცქიშვილის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და თავდასხმად აფასებს.
“ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა. ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს” – წერია კოალიციის განცხადებაში.
19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება.
ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.
2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
კომისიის განცხადებით: „გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან დაფინანსება, ხოლო დაფინანსება ვერ ჯდება კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროდუქტის განთავსება პროგრამაში)”, კომისიამ მაუწყებლები კანონდამრღვევებად მიიჩნია.
ეს არის კანონის აღსრულების პირველი პრეცედენტი, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ახალი რეგულაციას, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან კრძალავს უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას. ცვლილებებმა მიღების დღიდან გამოიწვია საჯარო დისკუსია და კრიტიკა, კერძოდ, შეფასებები იმის შესახებ, რომ ახალი ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად. სხდომის მიმდინარეობისას რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაფინანსების გარეშე მათ შესაძლოა მაუწყებლობის შეჩერება მოუწიოთ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა რამიშვილმა არ დააკმაყოფილა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის, საჩივარი სტიკერის გაკვრის საქმეზე. სტიკერის გაკვრის ფაქტზე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ორი ადმინისტრაციული საქმე აღძრეს და იგი ორჯერ დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლომ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყეტილება ძალაში დატოვა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, ქალაქ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად იგი დააპატიმრეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს დამხმარე სათავსოს კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო”. რამდენიმე საათში ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე კვლავ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი საქმე აღძრა – ორი ადმინისიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ერთი სისხლის სამართლის კოდექსით. ორივე ადმინისტრაციული საქმე სტიკერის გაკვრის ფაქტზე აღიძრა. პირველ შემთხვევაში, ამაღლობელს “პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” ედავებოდნენ. 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. იგივე ფაქტზე მეორე საქმე შენობის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დაიწყო. 18 ივნისს მოსამართლე მარინა ფომაევამ მზია ამაღლობელი ამ ეპიზოდზეც დამნაშავედ ცნო და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა შორის არიან მედიის საკითხებზე მომუშავე “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ”. ორგანიზაციების შეფასებით, ეს გამოძიება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დევნას, შევიწროებასა და განადგურებას.
საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი – თამთა მიქელაძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ნინო დოლიძე და ლევან ნატროშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდებიან. ყველა მათგანი უკვე გამოიკითხა სასამართლოში.
შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო შვიდი ორგანიზაციის ანგარიშს: “მედია ადვოკატირების კოალიციის” წევრებს – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI, GDI, ასევე, ადამიანის უფლებებსა და კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციებს – „დემოკრატიის მცველები“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.