სამოქალაქო აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელმაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
ოდიშვილი 9 აპრილს, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან დააკავეს მაშინ, როდესაც ადგილზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მივიდნენ და პოლიცია აქტივისტების გაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.
დაკავებულის ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, მოქალაქეს შსს-მ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენა ბრალი.
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედას, ელენე ახობაძეს, ანგარიშები დაუყადაღეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ელენე ახობაძემ გაავრცელა.
“გუშინ, ხარების დღესასწაულზე, აღდგომის კვირეულში, ამ „მორწმუნე“ ხელისუფლებამ სრულიად გაუფრთხილებლად დამადო ყადაღა არარსებულ ჯარიმაზე. არც შეტყობინება და არც ჯარიმა არ მომსვლია”, – დაწერა მან.
“გზის ხელოვნურად გადაკეტვა”, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის შესაბამისად, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევად ითვლება. გასული წლის 7 თებერვლიდან „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკისრებული ჯარიმა გაათმაგდა და 5000 ლარი გახდა. ასეთი ჯარიმა პროევროპული პროტესტის მონაწილე ასობით ადამიანს აქვს. ჯარიმების ჯამური ოდენობა რამდენიმე მილიონ ლარს აღწევს. იმ აქტივისტებს, რომელთაც ჯარიმები არ აქვთ გადახდილი, ანგარიშებს უყადაღებენ. ასეთი უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, 3 აპრილს, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამი სამოქალაქო აქტივისტი სცნო სამართალდამრღვევად. მათგან ერთს, აფხაზეთის ომის მონაწილე ზოსიმე ბჟალავას ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორს – ნანიკო ბედინეიშვილს და ვიკა ძანძავას კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
ზოსიმე ბჟალავას ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, ზოსიმე ბჟალავა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მისი შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა კონვენციასა და კონსტიტუციასთან.ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2025 წლის აგვისტოში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან აითვლება.
37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეები არიან. ისინი 16 აგვისტოს დააკავეს. ინციდენტი კი 1-ელ აგვისტოს მოხდა. ამ დღეს აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე დანით შეიარაღებული ადამიანის – “ქართული ოცნების” მხარდამჭერის ბექა გოცირიძის ადგილიდან გაყვანა სცადეს, რომელიც ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. მცდელობას ინციდენტი მოჰყვა. მოგვიანებით, აქტივისტების წინააღმდეგ პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა საქმე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ ბრალდებულებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. იურისტებმა ეს საშიშ პრეცენდენტად შეაფასეს.
სამოქალაქო აქტივისტი სპარტაკ წილკაური, სამართალდამრღვევად სცნეს ტროტუარზე პროტესტის გამო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაშეუფარდეს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ რამიშვილი, ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ რამიშვილს ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით: “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ელიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ელიაშვილს ედავებოდა გზის ხელოვნურად გადაკეტვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, კერძოდ იგი გზას კეტავდა და არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას გზის სავალი ნაწილის დატოვების შესახებ. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ელიაშვილი გზას არ კეტავდა და ამ ნაწილში სამართალწარმოება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, იგი დაუმორჩილებლობაში მაინც სცნო სამართალდამრღვევად და 2000 ლარით დააჯარიმა.
საქმის განხილვა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და რამდენჯერმე გადაიდო მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროების გამო. მტკიცებულებების კვლევა 2025 წლის ნოემბერში დასრულდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალის მიხედვით, ელიაშვილი დაკავების მომენტში ბორდიურზე იდგა, ხოლო პოლიციელებმა იგი თავად გადაიყვანეს გზის სავალ ნაწილზე. ელიაშვილი, 22 ოქტომბერს დააკავეს.სოციალურ ქსელში მისი ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა წერს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება პირი დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას დაუმორჩილებლობისთვის, თუ სასამართლომ თავად დაადგინა, რომ ის არ ახორციელებდა იმ ქმედებას (გზის გადაკეტვას), რომლის შეწყვეტისკენაც პოლიცია მოუწოდებდა.
სამოქალაქო აქტივისტი ანა ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტ დათა ჩაჩუას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და მას ყადაღა დაედო ისე, რომ ჯარიმის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დეტალების დაზუსტების მიზნით განხორციელებული კომუნიკაციისას განემარტა, რომ დათა ჩაჩუა 2025 წლის მარტში ადმინისტრაციულად იყო დაჯარიმებული გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 5,350 ლარს.
სამოქალაქო აქტივისტ ნათია გაბრავას განცხადებით, მის მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და ანგარიშები დაუყადაღეს იმ ჯარიმის გამო, რომელიც მას სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანის, ლაშა სალუქვაძის მიმართ გამოქვეყნებული სტატუსის საფუძველზე დაეკისრა.
საქმის მასალების მიხედვით, გაბრავამ სოციალურ ქსელში სალუქვაძე შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენია, რის შემდეგაც თავად სალუქვაძემ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით იქნა განხილული, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. 2025 წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გაბრავას 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ჯარიმის გადაუხდელობის გამო გაბრავას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო. გაბრავას ინფორმაციით, დაყადაღებული თანხების საერთო ოდენობა 5 350 ლარს შეადგენს. მისივე განცხადებით, დაყადაღებულ თანხებს შორის აღმოჩნდა თანხაც, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის მხარდასაჭერად იყო შეგროვებული.მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საჭირო თანხა მოქალაქეების მხარდაჭერით შეგროვდა.
მედიის განვითარების ფონდის (MDF) თანამშრომელ ანი ქისტაურს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქისტაურის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ტროტუარზე დგომის გამო შეადგინა. საქმე ეხება 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ, პროევროპული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მის ყოფნას.
სასამართლო სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა, თეკლა კობახიძემ, აღნიშნა, რომ ქისტაურის იქ ყოფნის პერიოდში მოქალაქეებს უწევდათ ავტობუსის ზოლზე გადასვლა და გადაადგილების გაგრძელება, რაც, მისი შეფასებით, ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამ საფუძვლით მან მოითხოვა ქისტაურის სამართალდამრღვევად ცნობა.
ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა, რის საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ბასლაინზე გადასული პირები არ იყვნენ აქციის მონაწილეები და მათ გადაადგილებაში რეალურად შეექმნათ დაბრკოლება, მიუთითა მხოლოდ საკუთარ შეფასებაზე.საქმის განხილვის ეტაპზე ადვოკატმა მარიამ ჯიქიამ ორი შუამდგომლობა დააყენა: მან მოითხოვა საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი სამართლებრივი ნორმა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე ითხოვა იმ პატრულ-ინსპექტორების დაკითხვა, რომლებმაც სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. მოსამართლე დავით მაკარაძემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.