პროევროპული აქციების მონაწილეები, დათა ქაშიაშვილი და სოფო მარკოზია წერენ, რომ საავტომობილო გზის გადაკეტვის საფუძვლით სასამართლოში დაიბარეს. შსს ორივე მათგანს ედავება სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენას 2026 წლის 7 თებერვალს, “შაბათის მარშის” დროს.
“დღეს მივიღე ზარი სასამართლოდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ და მედავებიან, რომ 7 თებერვალს მე ვკეტავდი გზას. ეს იყო შაბათის მარში – სავსე იყო გზა, სავსე იყო ტროტუარი. შესაბამისად, უბრალოდ, ფიზიკურად შესაძლებლობა არ იყო, რომ თავის დროზე გადავსულიყავით აქციის ყველა მონაწილე გზიდან. ასევე, თუ შსს მოიტანს მთლიან [ვიდეო] მტკიცებულებას, სადაც კარგად ჩანს, რომ როდესაც ტროტუარზე ადგილი გამოჩნდა, მე გადავედი გზიდან. მეტიც, ხალხსაც მოვუწოდებდი, რომ გადასულიყვნენ. პროცესი ჩამენიშნა 18 მარტს. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”, – ამბობს ნეტგაზეთთან დათა ქაშიაშვილი.
“ცოტა ხნის წინ დამირეკა ქოჩქიანის სხდომის მდივანმა და სასამართლო ჩამენიშნა 7 თებერვალს გზის გადაკეტვაზე. უცნაურია, პირველად ვიცი წინასწარ, რომ სასამართლო მექნება და წინა კარიდან შევალ”, – წერს მარკოზია სოციალურ ქსელში.
ორივე მათგანის სასამართლო სხდომა 18 მარტს არის დანიშნული.
საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებენ აქციის მონაწილეებს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტი, მუსიკოსი გიორგი ბულია სამართალდამრღვევად სცნო და ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ბულიას 17 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”. ე.წ. ტროტუარის საქმეზე უკვე 17 აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად მათგან, 9-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 8-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია დოლიძე სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შსს ანასტასია დოლიძეს 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე გამვლელებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ანასტასია დოლიძე ტროტუარზე მე-16 აქტივისტია, ვინც ამ საფუძვლით დაიბარეს სასამართლოში. ამ 16 ადამიანიდან, 8-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგს 4, ზოგს კი 5 დღით, 8-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, ტროტუარზე პროტესტის გამო, სამოქალაქო აქტივისტ ლაშა კაკოიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კაკოიშვილს 2025 წლის 18 დეკემბერს, ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
ლაშა კაკოიშვილი, ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად ცნობილი მე-15 მოქალაქეა. ამ 15 ადამიანიდან, 8-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ზოგს 4, ზოგს კი 5 დღით, 7-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ორი წევრი, ანნი ფრიდონაშვილი და ტასო დოლიძე, ტროტუარზე პროტესტის გამო სასამართლოში დაიბარეს. მათ 2025 წლის 17 და 18 დეკემბერს, ტროტუარის გადაკეტვას ედავებიან.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორების შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ 14 მოქალაქე ცნეს სამართალდამრღვევად. მათგან, 7-ს 4 და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 7-ს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, “ქართული ოცნების” დეპუტატნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო 4 000 ლარით დააჯარიმა.
“ნინო წილოსანის ჯიში’ – ამ სტატუსისთვის უჩივლა დეპუტატმა წილოსანმა ნატა ფერაძეს. ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-16 ნაწილის დარღვევას ედავებოდნენ, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის უჩივიან და შემდეგ სასამართლო აჯარიმებს. 27 იანვარს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ ასევე სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა, პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია, Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”.
2026 წლის 2 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, კიდევ ოთხი სამოქალაქო აქტივისტი ცნეს სამართალდამრღვევად ტროტუარზე პროტესტის გამო. მათგან ორს (მამაკაცებს) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ორს კი (ქალებს) სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს:
- ზურა მანჩხაშვილს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე);
- თორნიკე ჯანდიერს – 5-დღიანი პატიმრობა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- სოფო ჩაჩანიძე – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
- თეკლე გაბელია – სიტყვიერი შენიშვნა (მოსამართლე დავით მაკარაძე);
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ედავებოდა, რომ ტროტუარზე დგომით ისინი გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ სხვა მოქალაქეებს. ამ დრომდე „ტროტუარის საქმეებზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება 10 მოქალაქის შემთხვევაში ჰქონდა მიღებული. 10-ვე სამართალდამრღვევად ცნეს. 5 აქტივისტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. 5-ს კი 4- და 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
ისტორიის მასწავლებელი, პოლიტიკური აქტივისტი, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, შალვა ჯავახია ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო შალვა ჯავახიას 2025 წლის 18 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
შალვა ჯავახია მე-10 ადამიანია, ვინც ტროტუარზე დგომის გამო სამართალდამრღვევად ცნეს. 10-დან 5 ადამიანს 4- და- 5- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5 მოქალაქე კი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
ტროტუარზე დგომის გამო დაკავებული აქტივისტის, სანდრო მეგრელიშვილის საქმე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეგრელიშვილის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა ყაველაშვილმა მიიღო.
2026 წლის 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ, სანდრო მეგრელიშვილს ტროტუარზე პროტესტის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანდრო მეგრელიშვილის ადვოკატმა ზემდგომ ინსტანციაში.
შეკრების თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ზუგდიდში მცხოვრები თაკო გვილია, Facebook-ზე პოლიციელის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გადაწყვტილება 27 იანვარს მიიღო.
2026 წლის 14 იანვარს თაკო გვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი (ა.ს.კ 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომელშიც ეწერა, რომ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც პოლიციელ ნიკოლოზ თორდიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა „უშვერი“ სიტყვებით – „ფარჩაკი ზუგდიდელი მილიციელი“. პოლიციელი თორდია პატაკში წერდა, რომ ეს სიტყვები მისი ღირსებისთვის და პროფესიული საქმიანობისთვის არის „უკიდურესად შეურაცხმყოფელი
თაკო გვალია პირველი აქტივისტი არაა, ვისაც ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა. ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 2025 წლის დეკემბერში ასევე უჩივლა პარტია “დროას” წევრს მარიამ სიჭინავასაც. პოლიციელი სიჭინავას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მეგრულ სიტყვას “ლოდოს” (მოსულელო) ედავებოდა. მარიამ სიჭინავა მაშინ 3000 ლარით დააჯარიმეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების სასამართლოში დაბარება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2025 წლის ივნისში “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო “ოცნებამ” ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები ძირითადად ცილისწამების ნაწილს შეეხო. კერძოდ, შეიცვალა ცილისწამების განმარტება – ზიანის კომპონენტი, რომელიც აქამდე აუცილებელი იყო რომ განცხადება ცილისწამებად შეფასებულიყო, განმარტებიდან ამოიღეს. ამ ცვლილებების ამოქმედებიდან მალევე, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო ექვსი ჟურნალისტი დააჯარიმეს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც ”გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, რომელიც ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან.